ამერიკაც მეგრელს აღმოუჩენია

ამერიკაც მეგრელს აღმოუჩენია

28.06.2015

ქართველმა კაცმა,განსაკუთრებით მეგრელმა ეს უნდა იცოდეს!!! სათაური ალბათ ძალიან დამაინტრიგებელია და ალბათ ბევრმა თქვენგანმა იფიქრა,რომ ეს რაღაც ხუმრობაა, თუმცა არა,ამ პოსტის გაცნობის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით იმაში რომ ეს ისტორია მართალია!!! ეს ისტორია ეხება ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენას,როდესაც მან აღმოაჩინა ამერიკა და მას WEST INDIA(ვესტ ინდოეთი)უწოდა.
ქვემოთმოთხრობილი ამბავი როგორც გითხარით ეხება ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენას.


როგორც მოგეხსენებათ ქრისტეფორე კოლუმბი ეძებდა უმოკლეს მანძილს ევროპასა და აზიას შორის საზღვაო გზით და მან დაიწყო მუშაობ. წარმოშობით იტალელმა და მოღვაწეობით ესპანელმა კოლუმბმა განახორციელა პირველი მოგზაურობა და სწორედ ასე უნდა მიეღწია მას კეთილსურნელოვანი მცენარეებით,ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მდიდარ ინდოეთამდე.
კოლუმბს მისიის შესასრულებლად ელპანეთის მთავრობამ გადასცა სამი ხომალდი:სანტა-მარია, პინტა და ნინია,ხოლო ეკიპაჟი კი ესპანეთის საზღვაოსნო ქალაქებიდან შეირჩა.
1492 წლის 3 აგვისტოს, კოლუმბის მეთაურობით 90 კაცისგან შემდგარი ფლოტილია დაიძრა ნავსადგურ ტალოსიდან.
მან როგორც იცით აღმოაჩინა ამერიკა ,და სწორედ 1992 წელს ამერიკელებმა აღნიშნეს ქვეყნის აღმოჩენის 500 წლისთავი. ცხადია, რომ კოლუმბის ამ ზეიმს იზიარებდნენ მისი მეზღვაურებიც განსაკუთრებით ისინი რომლებიც მას პირველ ექსპედიციაში ახლდნენ.
მეგრელი კოლუმბის ექსპედიციაში

ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ მეგრელ აღმომჩენებზე
Chao Georgio Molaschia
Chao Georgia Molaschia სწორედ ეს არის იმ მეგრელის სახელი და გვარი რომელიც მონაწილეობდა ექსპედიციაში, ქართულად ეს ყოველივე იქნება, როგორც გიორგი მოლაშხია. ეს სახელი ამოღებულია სიიდან სადაც მოცემულია ეკიპაჟის წევრების სახელები და გვარები,რათქმაუნდა მათი უმრავლესობა ესპანელია. ამ სიაში მოცემულია მხოლოდ Chao Georgio Molaschia, თუმცა ცნობებით ირკვევა, რომ ამ ადამიანს ჰყავდა ძმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ექსპედიციაში, მაგრამ მისი სახელი სიაში არ ფიგურირებს, რადგან პირველი ექსპედიციის დროს, როდესაც კოლუმბმა მიაღწია ამერიკას, ირკვევა,რომ პირველი ძმა ამერიკაში დარჩა, ხოლო მეორე ძმა გიორგი ბოლომდე გაჰყვა კოლუმბს და იგი უკანაც დაბრუნდა და შემდეგ ბასკეთში დასახლდა. ხშირ შემთხვევაში, არ ვიცი თქვენ გაგიგიათ, თუ არა, მაგრამ ხშირად ბასკებს ადარებენ მეგრელებს და ამბობენ, რომ მეგრელების სისხლი არსად არ მოიპოვება და მხოლოდ და მხოლოდ მეგრელებსა და ბასკებს აქვთ ერთნაირი სისხლი. ეს ისტორია ყოველივე მოთხრობილია მექსიკაში მცხოვრებ იური მოლაშხიას მიერ, რომელიც დაინტერესდა თავისი წინაპრებით და მან გამოიკვლია, რომ იყო მეზღვაური გვარად მოლაშხია (მეგრელი), მას აქვს ასევე ძველი წიგნი სადაც ზუსტად, თანმიმდევრობით არის ჩამოწერილი ეკიპაჟის წევრთა სია, თავზე მას აწერია კაპიტნის სახელი ქრისტეფორე კოლუმბი, ხოლო სიაში კი არის Chao Georgio Molaschia.

http://elldorado.wordpress.com/2011/12/18/მეგრელი-კოლუმბის-ექსპედი/

http://samegrelo.borbonchia.ge/axaliambebi/25-.html



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge