ელისაბედ მეორე - ყველაზე გრძელვადიანი მონარქი

ელისაბედ მეორე - ყველაზე გრძელვადიანი მონარქი

10.09.2015

ნანა ჯანაშია

ინგლისის დედფალი ელისაბედ მეორე გუშინ, „ბიგ ბენის“  დროით 17 საათსა და 30 წუთზე, ინგლისის ყველაზე გრძელვადიან მონარქად  გამოცხადდა.  თავისი ცხოვრების 89 წლიდან მან,  63 წელი ინგლისის ტახტზე გაატარა.  26 წლის  იყო როდესაც გვირგვინი დაიდგა და იმ დღიდან მოყოლებული მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა. მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური  ელისაბედ მეორე ბევრი შემოქმედის შთაგონების წყაროდაც იქცა. ამბობენ, რომ  მას მიეძღვნა ცნობილი ფილმი  „რომაული არდადეგები“.  (თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ამ ფილმის პროტოტიპი იყო ელისაბედ მეორის  უმცროსი და მარგარეტი, რომელსაც17 წლით მასზე უფროსი ორშვილიანი და ცოლთან გაყრილი ომის გმირი შეუყვარდა. მარგარეტს, მასზე დაქორწინების უფლება სამეფო ოჯახმა არ მისცა...ნ.ჯ.)   თანამედროვე  მსოფლიოში მონარქიის ინსტიტუტის არსებობა ზოგს მოსწონს, ზოგსაც არა, საერთო ჯამში კი, ყველა ერთად თანხმდება იმაზე, რომ ამ ქალბატონმა  ღირსეულად იცხოვრა და იდედოფლა.  არაერთხელ ახმაურებულა პრესა მისი მეუღლის, შვილების, რძლების, სიძის თუ სხვათა  გამო,  მაგრამ, არ მახსოვს, დედოფლის მისამართით ვინმეს ძვირი წამოსცდენოდეს!  მას თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა! მე, როგორც მის ერთ, რიგით თანამედროვეს, ელისაბედ მეორე მეამაყება  როგორც ქალი, დედა, ბებია და რა თქმა უნდა, როგორც დედოფალი ელისაბედ II უინძორი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი  და სახელმწიფოს მეთაური, ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა,კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა),ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge