დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიხსნა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ბატონმა ირაკლი შარაბიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ბატონი მამუკა ახალაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი მერაბ ხალვაში, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ერმილე მესხია, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის დირექტორი ბატონი აურელიო გარსია და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება საზღვაო აკადემიის ორკესტრმა და აკადემიის სტუდენტურმა ბენდმა გაალამაზა.
წელს საზღვაო აკადემიაში უპრეცენდენტო სტუდენტების რაოდენობა ჩაირიცხა. 100 %-იანი ადგილების შევსება გვაქვს. სულ დაახლოებით 600 სტუდენტი, აქედან საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე 346, ხოლო ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე - 195 სტუდენტი. აგრეთვე მობილობით დაახლოებით 100 სტუდენტი მივიღეთ.
საზღვაო აკადემია კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას!
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია