4 სექტემბერს, შოტლანდია-საქართველოს საფეხბურთო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების შმედეგი შეხვედრა ირლანდიასთან, 7 სექტემბერს გამართა და დამარცხებით დასრულდა. ამავე 7 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა. ის გადადგომის მიზეზად ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, მისი თქმით, ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს.