4 სექტემბერს სტოკჰოლმის კინოთეატრში „Sture” გაიმართა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმის "მანდარინები" პრემიერა. როგორც გახსოვთ, ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზეც. „მანდარინები“ სტოკჰოლმის გარდა აჩვენეს გოტებორგის, მალმოს, უფსალას, ორებრუსა და ლუნდის კინოთეატრებში.
შვედურენოვანმა გაზეთმა "Svenska Dagbladet" ზაზა ურუშაძის ფილმის - "მანდარინები" რეცენზია გამოაქვეყნა. შვედურმა გაზეთმა „Helsingborg Dagbladet“ დადებით შეფასებას მისცა ამ ფილმს. შვედეთის საზოგადოებრივმა ტელევიზია "SVT"-მა მაღალი შეფასება მისცა ქართველი რეჟისორის ნამუშევარს. წამყვანმა შვედურენოვანმა გაზეთმა "Dagens Nyheter"-მა "მანდარინებზე" რეცენზია გამოაქვეყნა. ზაზა ურუშაძის ფილმს შვედეთის რადიოც პოზიტიურად გამოეხმაურა. ერთი სიტყვით, „მანდარინები“ არაერთი შვედის საყვარელი ფილმი გახდა.