18:05 მოსამართლე ურთმელიძემ სასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს გადადო. სასამართლო სხდომა 10:00 საათზე დაიწყება
17:49 მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელე მხარეს დაავალა წარმოადგინონ ყველა მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნეს.
16:58 მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად რუსთვი 2-ის ჟურნალისტებმა დატოვეს
16:57 მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა
16:55 მოსამართლემ რუსთავი2-ის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების შესახებ არ დააკმაყოფილა
16:40 სასამართლო პროცესი განახლდა
16:33 სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
15:20 მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ გადადო
15:13 ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ.
14:55-მოსამართლე ურთმელიძემ მის აცილებაზე რუთავი 2-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
14:32-საქალაქო სასამართლოში რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ პროცესი განახლდა. მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელის მოსმენის შემდეგ თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება დარბაზშივე უნდა გამოაცხადოს.
13:44-რამდენიმე წუთის წინ სასამართლოზე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე შესვენება გამოცხადდა. მოსარჩელე მხარე რუსთავი 2-ის მიერ წარმოდგენილ მასალებზე პასუხის მოსამზადებლად დროს ითხოვს.
13:00 რუსთავი2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი მტკიცებულება წარადგინა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია მოსამართლის აცილებას ითხოვს. საუბარია მოსამართლის მეუღლის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ სტატუსზე, რომელიც ღიად აფიქსირებდა ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიმართ.
12:32 რუსთავი 2-ის იურისტებმა აუდიო-ვიდეო მასალები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს წარუდგინეს და მისი აცილება მოითხოვეს.
12:31 სასამართლო სხდომა განახლდა.
11:45 სასამართლო სხდომაზე ტექნიკური ხასიათის შესვენება გამოცხადდა.
11:44 მოსამართლემ რუსთავი 2-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აუდიო-ვიზუალური მტკიცებულებების წარდგენის შესახებ დააკმაყოფილა.
11:25-საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უკვე დააყენა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა.
11:23 მოსამართლე ურთმელიძე ამბობს, რომ თვითაცილების შუამდგომლობის გამოყენებას არ აპირებს.