"დები ზარანდიების" სახელობის სტიპენდია

"დები ზარანდიების" სახელობის სტიპენდია

20.10.2015

 თბილისში, 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედია ბევრს მიგვავიწყდა. არც ის ახალგაზრდები გაგვხსენებია, ვინც ამ ტრაგედიის შედეგებს ნიჩბით და ურიკით გაუმკლავდა. არც წართმეული სიცოცხლეები გაგვხსენებია ივნისის შემდეგ... დღეს კი, 17 საათზე,  საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO, მისი დამფუძნებლისა და დირექტორის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპული დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროექტის პრეზენტაცია აწყობს. ამ პროექტის მიხედვით ყოველთვიურად 20 სტუდენტს დაენიშნება 150-ლარიანი სტიპენდია. ეს სტუდენტები იქნებიან დები ზარანდიების ოჯახის მიერ შერჩეული სტუდენტები სამეგრელოდან და ისინი, რომლებიც სტიქიის ღამეს დაზარალდნენ.

ჩვენი ყოფილი პირველი ლედი -  ნამდვილი ლედია!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge