არ შეიძლება შრომითი მიგრანტი ქალების როლის დაკნინება

არ შეიძლება შრომითი მიგრანტი ქალების როლის დაკნინება

20.10.2015

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონნახევარია და მათგან 65% ქალია, რომელთა ოჯახების შემოსავალს ან მის დიდ ნაწილს ამ ქალების გზავნილები შეადგენს. გამოდის, რომ ისინი საკუთარი ოჯახების და ნათესავების ერთადერთი მარჩენალი არიან. მეტიც, მიგრანტების ფულადი გზავნილები აღემატება ქვეყნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ქალები საკუთარი ოჯახებისა და შვილების მომავლის გადასარჩენად მიდიან.

20 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან, ქალთა მოძრაობის ინიციატივით, მიგრანტ ქალთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი კი გახდა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, ქადაგება, რომელშიც მან ქალების უცხოეთში სამუშაოდ წასვლას „მანკიერი წესი“ უწოდა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, არ შეიძლება შრომითი მიგრანტი ქალების როლის დაკნინება და დამცირება, მაშინ როდესაც საქართველოდან სამუშაოდ წასული ადამიანების წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია.

http://www.tavisupleba.mobi/a/migranti-kalebi/27316273.html

 

 

 Monami Maulik represented the Women and Global Migration Working Group in a UN panel discussion on migrant workers’ rights, held at the United Nations Headquarters in New York City. The panel celebrated the 25th anniversary of the International Convention on the Protection of the Rights of Migrant Workers and Members of their Families (the Convention passed the UN General Assembly on December 18, 1990), and aimed to address how this “core human rights instrument” must continue to guide and inform migration policy at the international, national, and regional levels.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge