სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას მიაჩნია, რომ მას, პროკურატურა, გადაადგილებას უკანონოდ უზღუდავას. ბრალდება, რომელიც მას წაყენებული აქვს, ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ იმ ტიპიურ ხარჯებს, რომლის მსგავსი გაიწეოდა სანამ თემურ ჯანაშია გახდებოდა ამ სამსახურის უფროსი და გაიწევა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომაც. ჯერ კიდევ დაყადაღებულია თეიმურაზ ჯანაშიას ყოფილი მეუღლის და არასრულწლოვანი ბავშვების სახელზე რეგისტრირებული ქონება, რომელიც შეძენილია იმ პერიოდამდე, სანამ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გახდებოდა.
თემურ ჯანაშია: “გაუგებარია პროკურატურის მოქმედება, იმიტომ, რომ მან მკაფიოდ მიიღო მესიჯი მოსამართლისგან, რადგანაც ამოიწურა ჩემი ამ შეზღუდვის ვადა მას შემდეგ, რაც გამოძიება მორჩა და საქმე გადაეცა სასამართლოს განსახილველად. შესაბამისად ველოდები, როდის დამიბრუნებენ ჩემს პასპორტს და შევძლებ თავისუფალ გადაადგილებას. ამ ყადაღის ისტორიაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა დედა არ ითვლება ოჯახის წევრად, ჩემი და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში დაყადაღებულია დედის, ბებიის და ჩემს შემთხვევაში ყოფილი სიდედრის კუთვნილი ქონებაც. რაც სასაცილოა ".