აშშ-ის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები ქართულად

აშშ-ის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები ქართულად

26.10.2015

28 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი ამერიკის ისტორიის დოკუმენტების კრებულის „პატრიოტთა ისტორიის მასალები“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

წიგნი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივითა და თაოსნობით, ითარგმნა, სამეცნიერო რედაქტირება ჩაუტარდა და უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა. წიგნში თავმოყრილია აშშ-ის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge