ჩეჩნური სოფელი "გურჟი-მოხქ" "ქართულ მხარეს" ნიშნავს

ჩეჩნური სოფელი "გურჟი-მოხქ" "ქართულ მხარეს" ნიშნავს

27.10.2015

თეიმურაზ გვანცელაძე

სოფელი გურჟი-მოხქ  "ქართული მხარე"  ჩეჩნეთში

ლეგენდის მიხედვით სოფლის დაარსების ისტორია ასეთია: როცა ბენოელი ჩეჩნები თავს დასხმიან ერთ ქართულ სოფელს, ტყვედ ერთი ქართველი ბიჭიც წაუყვანიათ. ბიჭი შესანიშნავი ვაჟკაცი დამდგარა. ბენოელებს მისთვის სამოსახლო მიწის ნაკვეთი გამოუყვიათ, ცხვარ-ძროხა და ცხენები უჩუქებიათ და ულამაზეს ქალიშვილზეც დაუქორწინებიათ. დროთა განმავლობაში ქართველი ჭაბუკის შთამომავლობა გამრავლებულა და ასე შექმნილ სოფელს გურჟი-მოხქი დარქმევია.

Palimfsesti.ge:  სოფელი გურჯი-მოხქ მდებარეობს მდინარე იამანსუს (რაც კუმიკურ ენაზე „ცუდ წყალს“ ნიშნავს)  სათავესთან.  ის განადგურებულ და დანგრეულ იქნა  რუსეთის არმიის გენერალ ალექსანდრე პულოს მიერ 1840 წელს, მეორე სადამსჯელო ექსპედიციის დროს, რომლის მიზანი  რუსეთის მმართველობის შენარჩუნება იყო  კავკასიის რეგიონში.  ამ სოფელთან ერთად რუსებმა გაანადგურეს ჩრდილოეთით მოსაზღვრე სოფლები ზანდაკ-არა და გენდერგენი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge