ჩემი ნატვრა "ძალიანაა" და შეუძლებელია რაიმე მიემატოს

ჩემი ნატვრა "ძალიანაა" და შეუძლებელია რაიმე მიემატოს

27.10.2015

"როცა ძალიან მოგენატრები მაშინ მოვალო რომ დამიბარე, იმ წუთიდან მოყოლებული მუდამ ძალიან მენატრები. შენ ალბათ ამას ვერ ამჩნევ. გგონია, რომ 'ძალიან' ჯერ არ დამდგარა. სინამდვილეში ჩემი ნატვრა თავიდანვე ზღვრამდე იყო მისული. ჩემი ნატვრა 'ძალიანაა' და შეუძლებელია რაიმე მიემატოს"
"ქარავანი" ჯემალ ქარჩხაძე
P.S. ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ გამოცემული რბილყდიანი და 586 გვერდიანი წიგნი სახელწოდებით „ქარავანი“ მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge