თუ დღეს, ისეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრებას შესძლებენ, როგორიც რუსთავი 2-ია, ნებისმიერს მოერევიან ხვალ!

თუ დღეს, ისეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრებას შესძლებენ, როგორიც რუსთავი 2-ია, ნებისმიერს მოერევიან ხვალ!

30.10.2015

ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს აი ასეთი, ძალიან ცნობილი, ქმედითი და ეფექტური ტელევიზიის მოხრჩობა. რუსთავი 2 იყო ძალიან დიდი დარტყმა ხელისუფლების იმიჯისათვის და ქვეყანაში ბიზნესგარემოსათვის. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა... ყველგან ვიდექი სადაც სინდისი მკარნახობდა. აუცილებლად დავდგები რუსთავი 2-თან თუკი სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას. დავდგები, კი ბატონო, შემოვა სპეცნაზი, მეც მომხვდება და ამას ექნება განცდა, მცირე თუ დიდი ბიზნესი, ისიც გულშემატკივრობს, რომ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაცია იყოს, რომელიც ბიზნესის მთავარი წყაროა, ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია გაცვლა, შეუძლებელია ნორმალური ფასების ჩამოყალიბება და შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა და თუ შენ გექნება განცდა, რომ სასამართლო ხვალ ჩამოგართმევს ქონებას და თუ მან შეძლო ასეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრება, როგორიც რუსთავი 2-ია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცავს შიგნით თუ გარეთ, ნებისმიერს მოერევა ის. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა არის ბიზნესის პირველი მტერი. 

30 ოქტომბერი, 2015 ეკონომისტი რომან გოცირიძე გადაცემაში თეორემა



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge