ბალაკლავა

ბალაკლავა

30.10.2015

ნანა ჯანაშია

რატომ ეწოდება ნაქსოვ ქუდს, რომელიც ფარავს შუბლს, საფეთქლებს, ლოყებს და ყელს ბალაკლავა?! ეს სიტყვა თურქული წარმოშობისაა და სათევზაო ადგილს ნიშნავს. ბალაკლავა არის უკრაინაში, ყირიმში, ქალაქ სევასტოპოლის ერთ-ერთი უბანი.1854 წელს ყირიმის ომის დროს ბალაკლავას მისადგომებთან მყოფ ბრიტანელ ჯარისკაცებს თურმე, ძალიან შესცივდათ და უკრაინულ ზამთართან გასამკლავებლად ზურგიდან ეს ნაქსოვი ქუდები გამოუგზავნეს და ჩაფხუტის ქვეშ ეხურათ. სწორედ ამიტომ, საომარი ადგილის მიხედვით ამ ტიპის ნაქსოვ ქუდებს ბალაკლავა ეწოდა.
ზღვისპირა, პატარა და ლამაზი ბა­ლაკ­ლა­ვა (უკ­რა­ი­ნა­, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ი) საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ის საიდუმლო ქალაქად არის წოდებული. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ქა­ლაქ­ში 1961 წლიდან წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის ბა­ზა  იყო განლაგებული და დახურული ქალაქი ერქვა. მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა. იქ, მხოლოდ ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც ბალაკლავას ბაზაზე მუშაობდნენ. მათთან სტუმრად მისვლა ახლო ნათესავებსაც კი უჭირდათ, არათუ უცხოელებს. სანაცვლოდ, მათ ყველაფერი ჰქონდათ - მაღალი ანაზღაურება, დეფიციტური პროდუქტები, იმპორტული ტანსაცმელი, საუკეთესო ავეჯი... ერთი სიტყვით, საიდუმლოს შენახვის გამო ბალაკლაველებს პრივილეგირებულად აცხოვრებდნენ. ყირიმის ხელში ჩაგდება რუსეთს ბალაკლავას გამოც უნდოდა, რადგან ის, ამ ორ­მა ქვე­ყა­ნამ ვერ გა­ი­ყო.

ბალაკლავას ბაზა ერთდროულად 14 წყალქვეშა გემს იტევდა და მათი სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ყველა პირობა იყო შექმნილი. აქვე ხდებოდა მათი საწვავით მომარაგება და საბრძოლო მასალით შევსება.  ბალაკლავას ბაზას 2 შესასვლელი ჰქონდასაღამოს ბალაკლავა



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge