საუნივერსიტეტო ქალაქ ლუნდის ცენტრში განთავსებულია კოსმოპოლიტური კაფე „ებბას“. ის მყუდრო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. კაფეს შესანიშნავ ატმოსფეროზე ზაფხულობით სავსე ეზო, ზამთარობით კი, ბუხართან გადმონაცვლებული ხალხის სიმრავლე მეტყველებს. სტუდენტები ამ კაფეში ფასდაკლებით სარგებლობენ. "ებბას"-ი განსაკუთრებით ძვირფასია სოიოს რძით მომზადებული ყავის მოყვარულთათვის. „ებბას“-ი უნიკალურ გარემოს სთავაზობს მათ, ვისაც ალერგია აწუხებს და ვინც ვეგეტარიანელია - მათთვის ცალკე მენიუ აქვთ შედგენილი. აქ, ერთი ჭიქა ღვინით და კარგი წიგნით ხელში მთელი დღე შეგიძლია გაატარო. არავინ მოგცემს შენიშვნას იმის გამო, თუ მოიყვანთ ბავშვს და ეს ბავშვი სხვადასხვა ზომის, ფერის, თუ ასაკის სკამებს შორის გაწვება... „ებბას“ მენიუ, რომ მრავალფეროვანია, ამაზე გურმანების სიჭარბეც მეტყველებს. კაფეს თანამშრომელმა Palimfsesti.ge-ს კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხალხს ძალიან მოსწონს წიწილა ჯინჯერით (კოჭა), ამიტომ, ეს კერძი ყველაზე ხშირად მზადდება „ებბასში.“
Palimfsesti.ge-ს ფოტო