სამხრეთ შვედეთის ქალაქი ლუნდი, რომელიც 990 წელსაა დაარსებული და სკონეს პროვინციაში მდებარეობს, თავისი 83 ათასი მოქალაქით პირველ რიგში იმით ამაყობს, რომ უძველესი დროიდან ბალტიის ზღვის რეგიონის მთავარ ქრისტიანულ ცენტრს წარმოადგენს. ამის დასტურად გამოდგება ქალაქის ცენტრში აღმართული 1090-1145 წლებში აგეებული ლუნდის კათედრალი და მეორე და მნიშვნელოვანი ამ ქალაქში ისაა, რომ აქ, 1666 წელს დაარსებული ლუნდის უნივერსიტეტი დღემდე სკანდინავიის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ისტიტუციაა. (1658 წლამდე ლუნდი დანიის ტერიტორია ოყო, შვედეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ კი დაიწყო აქ საუნივერსიტეტო მშენნებლობა.) ლუნდის უნივერსიტეტი, რომელსაც 350- წლიანი სასწავლო-სამეცნიერო გამოცდილება გააჩნია, დღეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა პირველ ასეულშია. საუკუნეების წინ კი ეს საუკეთესო სამეცნიერო კერა მხოლოდ რამდენიმე ასეული სტუდენტისა და პროფესორის მიერ დაარსდა და ეს ადამიანები გასამრჯელოს თურმე, ხორცისა და მარცვლეულის სახით ღებულობდნენ. დღეს, უნივერსიტეტში დაახლოებით 47 000 სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელია. უნივერსიტეტის გერბზე მე-17 საუკუნიდან გამოსახულია წიგნი და ხმალი. უნივერსიტეტის დევიზია: „მოემზადე ორივესთვის“ (ანუ, მოემზადე სწავლისთვის და თუ სამშობლოს დასჭირდა - ბრძოლისთვის).
ათასწლოვანი ლუნდი თავს იწონებს უძველესი შენობებით, მწვანე პარკებით, კაფეებით და რესტორნებით, თანამედროვე სპორტული დარბაზებით და კინოთეატრებით, კლინიკებით და სანატორიუმებით. საბოლოოდ კი, მაინც იმით, რომ საუნივერსიტეტო ქალაქია და მისი მთავარი ღირსება, რა თქმა უნდა, არის ლუნდის უნივერსიტეტი. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ 11 წლის წინ, ამ უნივერსიტეტში, პროფესორებმა კარინა ვამლინგმა და რევაზ ჭანტურიამ „კავკასიური კვლევების ცენტრი“ დააარსეს. ლუნდის უნივერსიტეტში დღემდე მუშაობს ქართველი პროფესორი ზაალ კოკაია, რომელიც ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორია.
Palimfsesti.ge-ს ფოტორეპორტაჟი ლუნდიდან:
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი