“Brainwash”-ის (იდეოლოგიური დამუშავების) პრობლემა გალერეაში "ვანდა"

“Brainwash”-ის (იდეოლოგიური დამუშავების) პრობლემა გალერეაში "ვანდა"

02.11.2015

2015 წლის 6 ნოემბერს 19 საათზე გალერეაში „ვანდა“ გაიმართება ახალგაზრდა ინგლისელი მოქანდაკის სოფია-ელჟბეტა ვაბოლაიტეს პერსონალური გამოფენა. 

გამოფენის თემა ეხება მასობრივი კონტროლის, მას-მედიის, პროპაგანდის და “Brainwash”-ის (იდეოლოგიური დამუშავების) პრობლემას. თავისი ნამუშევრებით, არტისტს სურს ხალხის ყურადღების მიპყრობა იმაზე, თუ რამდენად მარტივია ადამიანის გონებით მანიპულირება - შეთქმულების თეორიებისა თუ ზოგადად, მცდარი ინფორმაციის გავრცელება და სხვათა დარწმუნება მის სისწორეში, რაც, თავის მხრივ, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და შედეგად მასა ხდება ამ პროცესის თანამონაწილე. 
გარდა ამისა, ავტორს სურს დაგვანახოს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთობების სიმყიფე და დაგვეხმაროს იმის გააზრებაში, თუ რამდენად დამოკიდებული ვართ სმარტფონების ეკრანებზე. 
 

Exhibition is going to be orientated around mass control, mass media, propaganda, brainwash.
With my piece I want to draw peoples attention to how it is easy to manipulate ones mind - spread conspiracy theories or false information in general and make others believe it and even provoke a chain reaction which creates the result of people willingly spreading distorted information themselves. As well as spreading of false information, I want to show people fragility of the natural and real human interaction. Make them realise that the way we communicate with each other nowadays, is inseparable from the screen of technologies like smartphone.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge