ბაჩანა მალაზონია - 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების განახლებული ბანკნოტების დიზაინერი

ბაჩანა მალაზონია - 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების განახლებული ბანკნოტების დიზაინერი

03.11.2015

გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე ლარი, ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულია და მის სახელწოდებად შერჩეული სიტყვა ლარი ძველი ქართული სიტყვაა, რაც ნიშნავს განძს. ქართული ფულის ერთეულად ის1991წელს მინისტრთა კაბინეტისთვის შედგენილ პროექტში აკადემიკოსმა ვ. ჩანტლაძემ დაასახელა. წლების წინ გამართულ პირადობის მოწმობის პირველადი ესკიზის კონკურსში, რომელშიც 1000-ზე მეტი დიზაინერი მონაწილეობდა, ბაჩანა მალაზონიამ გაიმარჯვა. ამ დროისათვის მალაზონიას დიზაინით უკვე იყო დამზადებული ქართული პასპორტი და ლარის კუპიურა. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის აპრილში ახალი 200 ლარიანი ბანკნოტი გამოიცა, რომლის დიზაინის ავტორები ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები არიან. 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის („თეთრი", ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა და ის XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია) ღირებულების მონეტების რევერსის (ლითონის ფულის უკანა მხარე) დიზაინის ავტორები კვლავ ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები არიან, ხოლო ამ მონეტების ავერსის დიზაინი (ლთონის ფულის წინა მხარე) ელგუჯა ამაშუკელს ეკუთვნის.

დღეს, ეროვნულმა ბანკმა 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების განახლებული ბანკნოტები წარმოადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი ბანკნოტები ეტაპობრივად იქნება მიმოქცევში ჩაშვებული წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

ახალი ბანკნოტების დიზაინის ავტორი კვლავ ბაჩანა მალაზონია გახლავთ. 

მასალა მოამზადა ნ.ჯ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge