ამერიკულმა კომპანია „შიფტმა“ (SHIFT) მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის ახალი ბაზარი შექმნა და აშშ-ში სწრაფად მზარდი ოპერაციების მხარდასაჭერად თბილისში ოფისი გახსნა. „შიფტი“ მაგალითია იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ამერიკული ეკონომიკა საქართველოში შესაძლებლობებს ქმნის. ამჟამად „შიფტს“ თბილისში 101 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის დამაარსებელი ჯორჯ არისონი ამბობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება მალე გაორმაგდეს. ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად, „შიფტმა“ საქართველოში სილიკონის ველის კულტურაც შემოიტანა: თავისუფალი ჩაცმულობა, ღია სამუშაო სივრცე და აქცენტი ახალგაზრდებზე. სილიკონის ველის კიდევ რამდენიმე დამწყები კომპანია აცხადებს, რომ თბილისი მათ ყურადღებას იპყრობს. იმედი გვაქვს, შიფტის თბილისში გადმოსვლა ახალი ტენდენციის დასაწყისია.
Shift (www.driveshift.com), an American company that has built a new marketplace for buying and selling used cars, opened an office in Tbilisi to support its rapidly growing U.S.-based operation. An example of the new IT-based economy in the U.S. creating opportunities in Georgia, Shift currently employs 101 people in Tbilisi, and founder George Arison says the number could soon double. Along with new jobs, Shift has brought the culture of Silicon Valley – a casual dress code, open office layouts, and an emphasis on youth. Several other Silicon Valley startups say Tbilisi is catching their eye – we hope Shift’s move to Tbilisi is the beginning of a new trend.