ხალხის აზრი

ხალხის აზრი

06.11.2015

შოთა უტიაშვილი:  აუხსენით თქვენს შვილებს, რომ დღეიდან ისინი დიქტატურაში ცხოვრობენ?

ჩიორა თაქთაქიშვილი: ეს დავით დვალი ის მეწილე არ არის, ვისზეც ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ჩემს გარეშე ბიძინა დვალს და აქიმიძეს წილებს ვერ დაუბრუნებსო? 
რა გამოდის, ეროსი კიწმარიშვილი ამის შემდეგ მოკლეს და რუსთავი2-ს დვალს უკანონებენ სამართავად? მოხდებოდა ეს, ეროსი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო?

თემო  ჯანაშია: ურთმელიძეს დედა არ ყავს, სამაგიეროდ დემოკრატიის მამაა!

პაატა შამუგია:  ქართული სამართალი სექსს დაემსგავსა - სიბნელეში და დაფარულად აღსრულდა. საბანი კარგად წაიფარეთ, არადემოკრატიული ტრაკები გიჩანთ. 
წლები გადის და, სულ ერთი და იგივე, ყელშია უკვე.

გიორგი ვაშაძე:  ჩვენმა დამოუკიდებლობის 24 წელმა ცხადად გვასწავლა: სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

დღეს ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ რუსთავი 2-ის გვერდით, არამედ თავისუფალი მედიისა და მეტიც - ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დასაცავად!

საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, ცდება ერთი კომპანიის და მით უფრო პარტიული კუთვნილების საზღვრებს და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილების ყოფნა-არყოფნას ეხება!

მე დღეს ვარ არა რომელიმე პარტიის წევრი, არამედ უბრალო მოქალაქე და ვუერთდები ათასობით თანამოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად!

ჩიორა თაქთაქიშვილი:  მეგობრებო, არავის იმედზე ყოფნა არ შეიძლება.
ეს არის თქვენი, ამ ქვეყნის პატიოსანი, არაკორუპირებული, არაკრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ბრძოლა თქვენივე მომავლისთვის ამ ქვეყანაში.
თქვენ და თქვენს შვილებს ექნებათ ისეთი ქვეყანა, როგორსაც თქვენ დღეს შექმნით და მათ დაუტოვებთ.
ამიტომ, ყველანი მობრძანდით ხვალ, დილიდანვე რუსთავი 2-თან.

ჩიორა თაქთაქიშვილი: იქნებ გამახსენოთ, როდის ახსოვდა კონსტიტიცია ამ კომიკურ პერსონაჟს და დიქტატორის პროვოკაციას? მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში არ შეუშვა ყოველწლიური მოხსენების გასაკეთებლად? ან იქნებ მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით გადმოიტანა თბილისში? თუ მაშინ, როდესაც არაფორმალურ მმართველად წამოაჯდა თავს პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობასა და სასამართლოს? 
კარგი იქნებოდა სამოქალაქო სექტორს მაშინვე შემოერტყა განგაშის ზარები. დღეს აქ არ ვიქნებოდით!
მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. და რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის.

თემო ჯანაშია: კიწმარიშვილს მარტო 9 გრამი?

თემო ჯანაშია: ალიევის ვიზიტზე რა ქნა და პუტინის ვიზიტზე რას იზამს?!

ნიკა რურუა: ყველანაირი ემოციური თუ პოლიტიკური დატვირთვისა და ქვეტექსტების გარეშე ვაცხადებ, როგორც იურისტი:

წუხანდელი განჩინება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა, მკაფიოდ სცდება მის იურისდიქციას, ანუ მისი სამართლებრივი უფლებამოსილებების საზღვრებს. ეს განჩინება ამავე დროს არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს - კონსტიტუციას.

ამ ძალიან მტკიცე და უკიდურესად სერიოზული მიზეზის გამო ეს განჩინება ელემენტარულად უკანონოა და შესაბამისად, ძალის არმქონე.

ნათია დიღმელაშვილი:  ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე:
1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს). 
2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 
3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გაასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული "დროებითი მმართველები" რომლებიც საკუთარი თავის წინააღმდეგ, ლოგიკურია, რომ ვერც და არც გაიბრძოლებენ.
4. დაავალა "დროებით მმართველებს" მიუკერძოებლად გაუძღვნენ საწარმოს, მაშინ როდესაც ერთი "მმართველი" თავად არის მომჩივანი, მეორე - იმედის ყოფილი ხელმძღვანელი :)) გამოდის, რომ ზედა ინსტანციებში საქმის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს უნდა ედავონ.

შედეგები:

1. დღეიდან ვემშვიდობებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. 
2. ვემშვიდობებით დემოკრატიას. 
3. ვემშვიდობებით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. 
4. ვემშვიდებობით საერთაშორისო მხარდაჭერას.

მალე ალბათ რუკიდანაც გავქრებით.

ოთხწლედის მიზანიც შესრულებულია.

ელისო კილაძე: მაშინ, როცა "იმედს" არბევდნენ "რუსთავი2" იყო ერთადერთი, ვინც ეს პირდაპირ ეთერში აჩვენა. ამ პროცესებს კი არავინ აშუქებს.

ნიკა გვარამია: ივანიშვილს საქართველოში ძალიან მალე ვეღარ ვიხილავთ!
ურთმელიძე კი გახდა ზედსართავი სახელი, ის აღნიშნავს უსამართლობას, დედის უარყოფას, ყველაფერს ცუდს.
"მე არ მახსოვს ჩემი ასეთი განცხადება იმედში გაკეთებული"- ასე უპასუხა რუსთავი 2-ის ახალმა დროებითმა მმართველმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომ ის არც ტელეკომპანია "იმედიდან" აპირებდა თანამშრომელბის გაშვებას, თუმცა ტელევიზიიდან საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების უმრავლესობა მაინც გათავისუფლდა. 
გიორგი ლაფერაშვილი, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: მედიის სფეროში ამბები, რომელიც ვრცელდება და ჭორები, რომელიც ისმის ხოლმე, სამწუხაროდ ხდება. ერთი ასეთი ჭორი მაქვს გაგებული, რომ მაქსიმუმ 7-8 სასამართლო პროცესში შეეცდება ეს ხელისუფლება დაამთავროს "რუსთავი 2"-ის საქმე და ღმერთმა ქნას, რომ ეს ასე არ იყოს. ასევე კიდევ ერთი ჭორი ვიცი, რომ ქიბარ ხალვაში, მერე, ამ თავის დაბრუნებულ ქონებას დაუბრუნებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი: ამ სიტუაციაში, როდესაც "რუსთავი 2"-ის მფლობელობის პრეტედენტები გამოჩნდნენ და მიმდინარეობს ეს პროცესი, აუცილებლად უნდა იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც საუბარი იმ კონტექსტში, რომ ის იყო ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და მას გააჩნდა"რუსთავი 2"-ის მმართველობის წილობრივი მფლობელობა. 
რევაზ კემულარია: რაც რუსთავი ორის გარშემო ხდება, ჟურნალია... კინო აწი ნახეთ, როცა პრეზიდენტს გამოააძევებენ სასახლიდან. ნეობოლშევიკური ხელისუფლება და მართველობაა საქართველოში. ეს ძალიან საშიშია.

აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი , პოლ კრიგო : საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძე აცხადებს, რომ ნიშნავენ რუსთავი2-ის დროებით მმართველებს და ეს არის ტელევიზიის ხელში ჩაგდება. ჩანს, რომ ეს არის არა უბრალოდ ინდივიდუალური პირების მიერ ხელში ჩაგდება, არამედ მათ ამის გასაკეთებლად სანქცია მთავრობამ მისცა. მთავრობის უკან კი ბიძინა ივანიშვილი დგას.არაორდინალურია ამგვარი ოპერაციის ნახვა. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილია და ვნახავთ, მომდევნო დღეებში რა მოხდება. როგორც ვიცი, ახლა თბილისში ღამეა და ადამიანები იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან. ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის ნება. უახლოეს თვეებში არჩევნების გარეშე მათ არაფერი რჩებათ ქუჩაში გასვლის გარდა. ამ ორი ახალი მმართველის დანიშვნით კანონის უზენაესობა დაამსხვრიეს. ასეთი სისწრაფით სვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ უნდა იქნას დაშვებული

იანოშ ჰერმანი,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: ახლა რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ გუშინ საღამოს დავიძინე ისე, რომ ვიცოდი სასამართლოს გადაწყვეტილება,რომ დაუყოვნებლივი აღსრულება ვერ მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ აპელაცია იყო მომდევნო საფეხური. ამასობაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მოყვანილი სისრულეში. ახლა რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გადწყვეტილებას მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ფონი. ჩვენ პროცესს დავაკვირდებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა...მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი, მედიის თავისუფლება არის საკვანძო ღირებულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი დაახლოებისა საქართველოსთან. ამ თვალსაზრისით, ამას აქვს უშუალო გავლენა ასოცირების შეთანხმებაზე, პირდაპირ კავშირშია მასთან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ განვითარებულიყო სასამართლო სისტემა საქართველოში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის გრანტებისა, რომელიც დაიხარჯა სწორედ იუსტიციის რეფორმაზე. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რეფორმა მოიტანს თავის შედეგებს თანდათან, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს სრული პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის კონტექსტშიც და ასოცირების შეთანხმების კონტექსტშიც.

იან კელი,  აშშ ელჩი საქართველოში: აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.

თამაზ  მეჭიაური: თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრდა ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს ასეთი ფრომით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს.

ხალხი: ოი, მეჭიაური ღია კონფრონტაციაში შედის აშშ-ს ადმინისტრაციასთან?!.. :)

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge