"ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის საქმის გამო და ამ საქმის შედეგების გამო მედიის თავისუფლებაზე, პოლიტკურ პლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საქართველოში. სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგები. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზრის წახალისება და არა ჩახშობა. მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებითი ფუნდამენტია და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ყურადღება გავამახვილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ჩვენმა საელჩომ თბილისში ეს მესიჯი როგორც პირადად, ასევე საჯაროდ მიაწოდა. ვახსენებ ელჩ კელის განცხადებას, ასევე ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ჩვენს საერთო განცხადებას. არ მინდა ვისაუბრო ჰიპოთეზებზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. კვლავ ვუსვამთ ხაზს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელთა დანახვაც გვსურს საქართველოს ლიდერების მიერ," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ. tabula.ge