"კალეიდოსკოპით" რეაბილიტირებული ძეგლი

"კალეიდოსკოპით" რეაბილიტირებული ძეგლი

15.11.2015

ნანა ჯანაშია

მთაწმინდის საბაგიროს ძველი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.ის 1990-წლამდე თბილისელების და ჩემოსული სტუმრების საყვარელი ადგილი იყო, მაგრამ  1990 წლის 1-ელ ივნისს მომხდარი ტრაგედიის მერე (რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო ხაზზე საწევი ბაგირი გაწყდა და ორი გონდოლა დაგორდა, რამაც 20 ადამიანი შეიწირა.) 25 წელია რაც  ამ შენობის კარი არ გაღებულა. თბილისის მერიამ შენობის რეაბილიტაციის საკითხზე საუბარი 2014 წელს კი დაიწყო, მაგრამ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. სამაგიეროდ, გადაწყვეტილება მისი რეაბილიტაციის შესახებ სხვადასხვა პროფესიის მქონე 9 ფოტომოყვარულმა მიიღო და დღეს, საღამოს 5 საათზე, რუსთაველის 52-ში,  საბაგიროს ძველი სადგურის მიტოვებულ შენობაში,  განსაცვიფრებელი და ენით აუწერელი სილამაზის  ფოტოგამოფენა  მოაწყო.  ფოტოგამოფენაზე სახელწოდებით „კალეიდოსკოპი“ 90 ნამუშევარი იქნა  წარმოადგენილი.  ერთმანეთისგან განსხვავებული  ხედვის, პერსპექტივისა და  კონცეფციის  მქონე  9 ახალგაზრდა მოყვარულისგან  (თამრი ბოლქვაძე, ნინო ბაიდაური,თათია შავგულიძე, ნიკა მჭედლიძე, ალექს მაღლაკელიძე, გიორგი მირზიკაშვილი, სანდრო კაციტაძე, სალომე ციფურაშვილი, ლიზა ნინიაშვილი...) შეიქმნა ჯგუფი „კალეიდოსკოპი“   იმ მიზნით, რომ მათ  მომავალშიც მოაწყონ  მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები. დღეს, რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაცია მოხდა! მადლობა „კალეიდოსკოპის“ ყველა წევრს!  მათი სტარტი ნამდვილად იყო ღირსეული!

P.S. ამ  გამოფენას შეგიძლიათ ეწვიოთ ასევე  ხვალ, 16 ნოემბერს, 17-დან  21 საათამდე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge