გერმანია ის ქვეყანაა, სადაც ხელის აწევით ტაქსს ვერ გააჩერებ. უბრალოდ, აქ, ასეთი რამ მიღებული არაა. როცა ტაქსი სჭირდებათ, რეკავენ კომპანიაში ან ინტერნეტიტ ხდება გამოძახება. გამოძახებიდან ზუსტად 10 წუთში ტაქსი ადგილზეა. ბოლო მონაცემებით მთელი გერმანიის მასშტაბით 50 000 ტაქსი მუშაობს. თითოეული მათგანი ლიცენზირებულია. ყველა გერმანული ტაქსი კრემისფერია და აუდის ან მერსედესის მარკისაა. ხშირია ასევე ტაქსი - მინივენები. 1 კილომეტრი გზის საფასური 1ევროდან - 3 ევრომდე მერყეობს, გააჩნია ქალაქს. მაგალითად, შტუტგარტში ტაქსი ძალიან ძვირია, ლაიფციგში კი იაფი. გერმანიის ყველა ტაქსი არის ახალი, მოწესრიგებული და მაღალი დონის. ღამის საათებში ტაქსის მგზავრი ქალები და პენსიონერები ლგოტებით სარგებლობენ, მათ ფასდაკლებით ემსახურებიან. 12 წლამდე ბავშვებისთვის კი ტაქსით მგზავრობა უფასოა. ტაქსის ერთი საათი ლოდინი 3 ევრო ღირს. თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ისე საკრედიტო ბარათით. ყველა ტაქსი აღჭურვილია ვიდეოკამერით. გერმანიის ტაქსები მსოფლიოში ისეთი პოპულარობით არ სარგებლობენ როგორითაც, მაგალითად ლონდონისა და ნიუ იორკის ტაქსები, მაგრამ, იმით არიან გამორჩეულები, რომ ჰყავთ კვალიფიციიური და პუნქტუალური კადრები.
P.S. ოქტომბერში ვიყავით გერმანიაში, კონკრეტულად კი ქალაქ Sassnitz-ში. ინტერნეტით შეკვეთილი ტაქსი-მინივენი ნავსადგურთან დათქმულ დროს მოვიდა. ქალაქის ცენტრამდე 20 კილომეტრი გავიარეთ და მძღოლმა 20 ევრო გამოგვართვა. მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარეთ და ავტობუსების და კერძო ავტომობილების გარდა, ალალბედზე გამოვლილი ტაქსი ჩვენ იქ არ გვინახავს...
Palimfsesti.ge-ის ფოტო
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი