ნოემბერი და ქართული სპორტი

ნოემბერი და ქართული სპორტი

19.11.2015

1. 22 ნოემბერს, 12 საათზე, „ახალი თბილისი“-ს სპორტკომპლექსში (ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა, დიღომი, ქ. თბილისი, აშშ-ს საელჩოს მოპირდაპირე მხარეს), „ოლიმპიური კლუბი“-ს ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, იგეგმება მასობრივი ღონისძიება „ველოდღე“.  ჩატარდება სპეციალური კონკურსი ჟურნალისტებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას!

2. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა და მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

3. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანულ შრიუსბერიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

4. 20-22 ნოემბერს, თბილისი 18 წლამდე ფრენბურთელთა აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება ჩატარდება ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენაზე და 10:00 საათიდან დაიწყება. 

5. 2016 წლის ივნისში  თბილისი ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს! ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 18 ნოემბერს, ქალაქ ჰიუსტონში მიიღო.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge