26-29 ნოემბერს "თბილისის წიგნის დღეები" გაიმართება

26-29 ნოემბერს "თბილისის წიგნის დღეები" გაიმართება

23.11.2015

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ წიგნის ხელოვნების ცენტრისა და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით წელს მეორედ 26-29 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები.

თბილისის წიგნის დღეებზე თქვენ გელოდებათ:
• წლის ყველაზე მასშტაბური წიგნის ბაზრობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ქართული გამომცემლობა, დიდი ფასდაკლებებით და მრავალი სიურპრიზით
• ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა 3 გამოფენა
• საერთაოშიროსო შემოქმედებითი გაერთიანებებისა და ცნობილ მხატვარ–ილუსტრატორთა 14 გამოფენა
• უცხოელი ილუსტრატორებისა და მოწვეული სტუმრების საჯარო ლექციები
• მრავალფეროვანი საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!

წიგნის ბაზრობის ბილეთის ფასი 2 ლარი. სკოლის მოსწავლეთათვის ბაზრობაზე შესვლა უფასოა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge