როცა მინას ვერცხლი ემატება

როცა მინას ვერცხლი ემატება

17.12.2015

ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს:

- რისი ბრალია, მამაო ის, რომ მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?
- გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ?
- ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მიიჩქარის.
- კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?
- სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ.
- ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge