„წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვპასუხობ:
1. სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა შემეჯიბრე შენ და შენი ვაკლეობა. მიდი, აბა "სოფლელ" ბარბარე სამხარაძეზე და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე. პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო. ყველაფერში უნიჭო.
2. სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა. აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყვადა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.
მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ, სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო“- წერს ნიკა გვარამია, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ფეისბუკის პირად გვერდზე.
ფოტო ამოღებულია Palimfsesti.ge-ის ფოტოარქივიდან.