მგზავრებიან მიკროავტობუსს გაჩერებისას ჯიპი დაეჯახა

მგზავრებიან მიკროავტობუსს გაჩერებისას ჯიპი დაეჯახა

02.03.2016

დღეს, გლდანის ავტომატური ტელეფონის სადგურის (ატს) წინ არასასიამოვნო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან № 77 ორი ქალბატონი  ჩასასვლელად ემზადებოდა.  ფეხზე წამოდგნენ და მძღოლისთვის თანხის მიწოდებას აპირებდნენ ისე,  საშინელი ხმაური გაისმა, რასაც მოჰყვა ამ ორი მგზავრის სავარძლებთსაშორისო ბილიკზე დაცემა.  ატყდა მსუბუქი პანიკა. მგზავრთა უმეტესობა ვერ მიხვდა, თუ რა მოხდა! ზოგმა იფიქრა, რომ ავტომობილს ყველა  საბურავი გაუსკდა, ზოგს ტერორისტული აქტი ეგონა, ზოგი ამბობდა, რომ გაზის ბალონი გასკდა... ოხრავდნენ, გმინავდნენ... ამ ორომტრიალში ყველაზე დიდი მობილიზებულობა ერთ-ერთმა, 18-20 წლის  გოგონამ გამოიჩინა.  მან, იატაკზე დაცემული მგზავრები წამოაყენა და  ჩასვლაში დაეხმარა.  როცა  მგზავრები გარეთ გამოვიდნენ და შვებით ამოისუნთქეს, იქაურობა ხალხით იყო სავსე. მოვიდნენ პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ექიმებმა დახმარება შესთავაზეს ყველას, უპირველესად კი მათ,  ვინც  ავტომობილების შეტაკებისას  დაეცა. მიუხედავად სხეულის ტკივილისა, მგზავრებს მოძრაობა არ უჭირდათ, ამიტომ ღმერთს მადლობა შესწირეს და დაიშალნენ. ამ  სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა ჩვენი კორესპონდენტიც, რომელმაც ხელი იტკინა  და ამ მიზეზით  საგზაო შემთხვევის მხოლოდ ბოლო წუთების გადაღება შესძლო.

 Palimfsesti.ge: პატივცემულო მძღოლებო! იქნებ მეტი სიფრთხილე და კოლეგიალობა  გამოიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და მსგავსი შემთხვევები თავიდან აგვაცილოთ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge