პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე: გაზპრომი ეს არის ტოტალიტარული რუსეთის ყველაზე მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე გავლენის ზემოქმედებისათვის. მთელი ევროკავშირი, მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რომ რამენაირად დაშორდეს ამ კომპანიას და ზოგადად, რუსულ იმპერიალურ ინტერესებს. სამარცხვინოა, როცა საქართველოს ხელისუფლება მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს ან თურმე გაზი უნდა შევიძინოთ.პირველი გამარჯვება მოპოვებულია. მოპოვებულია იმიტომ, რომ აზერბაიჯანთან გაგრძელებულია ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ ჩამოცილებულია ეს ყველაფერი. დღეს ვიკრიბებით იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ მთავრობას არ მოუვიდეს აზრად გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსულ გაზზე საქართველოს გადართვა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.”