დღევანდელ დღეს, 10 მარტს, ოღონდ 101 წლის წინ, გაზეთმა „სამშობლომ“ ახალი ამბების რუბრიკაში გამოაქვეყნა ქუთაისიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მისაბაძ მაგალითად ჩათვალა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
„მისაბაძი მაგალითი. ქუთაისის ებრაელებმა, გვირგვინის მაგიერ, ფულათ 42 მან. დახმარება აღმოუჩინეს გარდაცვალებულის ქუთაისის მომრიგებელ მოსამართლის ბოქაულის ბესარიონ ანდრიას ძის გაბადაძის ცოლშვილს, რადგან იგი ებრაელთა და სხვათა შეხედულებით ერთად ერთი უმწიკვლო და მიუდგომელი მოხელე იყო.“
„სამშობლო“
10 მარტი, 1915 წელი