საქართველო-ირანის თანამშრომლობის პერსპექტივები

საქართველო-ირანის თანამშრომლობის პერსპექტივები

28.03.2016

დღეს ,,კავკასიურ სახლში" გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის ,,ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ" პრეზენტაცია.  პროექტი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ გიორგი კანაშვილი, ავტორი კი  ედიშერ ბაღათურია, დააფინანსა თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდმა.  ნაშრომში განხილულია 2015 წლის 14 ივლისს ირანსა და P5+1 (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფო და გერმანია.) შორის გაფორმებული ვენის ბირთვული შეთანხმება, როგორც მნიშვნელოვანი ფურცელი, თეირანისა და დასავლეთის მეგობრული ურთიერთობების პერსპექტიული დასაწყისი. ამავე ნაშრომში განხილულია  საქართველო-ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე.  პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე ქებრიაი ზადე. მან, საქართველო-ირანის ურთიერთობებზე ისაუბრა ბირთვული შეთანხმების შემდეგ და მისი განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრას მოდერირება გაუწია გიორგი ლობჟანიძემ (ისლამური განყოფილების ხელმძღვანელი, ,,კავკასიური სახლი").




ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge