კავკასიის თასი მოტო-დრაგში 2016

კავკასიის თასი მოტო-დრაგში 2016

02.04.2016

 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „იტ სტოპ მოტოს“ და მევლუდ მელაძის ორგანიზებით  ჩატარდა 2016 წლის მოტო - სეზონის გრანდიოზული გახსნა. მონაწილეებმა რეგისტრაცია 1 აპრილამდე გაიარეს. რბოლები გაიმართა შემდეგ კლასებში: ჩოპერები – 650cc; 900cc; 900+cc სპორტ ბაიკები – 500cc; 650cc (2ცილინდრიანი); 600cc; 750cc; 1000cc; 1000+cc მოტო - დრაგის პარტნიორმა კომპანიებმა შემდეგი პრიზები დააწესეს ყველა კლასში გამარჯვებულებისთვის: სპორტული აქსესუარები, ჩაფხუტები, ტელეფონები, გასეირნება მცირეგაბარიტული თვითმფრინავით. ღონისძიების პარტნიორი კომპანიები არიან – “ავტობანი”, “ვანილა სკაი” – ნატახტარის აეროდრომი, სავაჭრო სახლი “გოლეთიანი”, “ბურუ სპორტი”, “ოლიმპიკი”, კავკასიის ავტოიმპორტი”, “ბირდი ფაბი”, ლიქუიმოლი”, “ამბასადორი” კაჭრეთში.  კავკასიის თასის გათამაშება მოტო - დრაგში საქართველოში პირველად და წარმატებულად ჩატარდა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge