კონფერენცია ნატოს სამეკავშირეო ოფისში

კონფერენცია ნატოს სამეკავშირეო ოფისში

19.04.2016

ნანა ჯანაშია
 
უნდა მოითხოვოს ქვეყანამ მაპი, თუ უნდა იყოს საუბარი პირდაპირ წევრობაზე, რას ელოდება საქართველო ვარშავის სამიტისგან და რა იქნება მთავარი გზავნილი, რომელსაც ოფიციალური თბილისი ჩაიტანს ვარშავაში, რა მოთხოვნებს წარადგენს საქართველოს ხელისუფლება... ეს გახლავთ ის თემები, რომელთა ირგვლივაც დღეს, თბილისში, ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით: “საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა“ მიმდინარეობს დისკუსია.
კონფერენცია გახსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლზე ნატოში. საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის შესახებ ისაუბრა რუმინეთის ელჩმა საქართველოში დუმიტრუ ბადეამ. საქართველოს ალიანსის წევრობაზე და იმაზე, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ისაუბრა პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ქვეყანაში დემოკრატიის სტანდარტის აწევა, საქართველოს სამხედრო ძალების ნატოსთან თავსებადობა, ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან დაკავშირებული უსაფრთხოება - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ამჟამად კონფერენციაზე განიხილავენ.
ნატო ჩვენი ქვეყნისთვის გარანტირებული უსაფრთხოება და მტკიცე თავდაცვისუნარიანობა გახლავთ. ეს კონფერენცია კი ნატოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge