შეხვედრა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში

შეხვედრა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში

20.04.2016

ჯილდა ნამიკოლაველი

ბრძოლა ძალადობრივ ექსტრემიზმს

„ამ მოვლენამ მთელი მსოფლიო იმ უცხო და სახიფათო ადგილად აქცია, სადაც კაციშვილმა არ იცის, ხვალ რა მოხდება!“ თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა 2001 წლის 11 სექტემბერს, როცა ტერორისტებმა ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განახორციელეს თავდასხმა. 
განმარტების თანახმად, ექსტრემიზმი არის პოლიტიკური პრობლემების უკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება. ექსრემიზმი პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას, მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. ექსტრემიზმის ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დეფორმაცია, არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ექსტრემიზმის სხვადასხვა სახეობა, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ტიპისა. დამოუკიდებელი თემაა ისლამური ექსტრემიზმი, რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე.
ექსტრემიზმი უკიდურესი შეხედულებების და ზომების გატარების მხარდაჭერა, მათდამი მიდრეკილებაა.
ძალადობრივი ექსტრემიზმი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გამოწვევაა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 
გაერო-ს უშიშროების საბჭომ არაერთხელ დაგმო ძალადობრივი ექსტრემიზმი და მოითხოვა, რომ ყველა უცხოელმა "ბოევიკმა" დაყაროს იარაღი, შეწყვიტონ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა. 
ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებისადმი წაყრუება ანტიდემოკრატიულ პროცესების გააღრმავებას იწვევს, ეს კი ნებისმიერ ქვეყანას უფსკრულისაკენ მიაქანებს.

დღეს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა ნაიდა შამილოვამ ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხებზე საინტერესოდ ისაუბრა.


 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge