საკვირაო დაიჯესტი

საკვირაო დაიჯესტი

24.04.2016

1.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ნადეჟდა სავჩენკოზე: “ომია და ომში ტყვეც არის და ტყვეების გაცვლაც ხდება. ომია და ომში ხდება ასეთი რაღაცები. მივესალმები, სავჩენკო რომ გაათავისუფლონ, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, დაწყებული ჩვენი პრეზიდენტიდან, რომელსაც ტრიბუნა არ დაუტოვებია ქალბატონი სავჩენკოს [გათავისუფლების] მოთხოვნით და აგერ ცხვირწინ გვყავს ქალბატონი თეა სირაძე, რომელიც წინა ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ 5 მამაკაცი გალახა. სამწუხაროდ, იმ 5 მამაკაცში რუსი არ აღმოჩნდა, რომ ეს გმირობად ჩაეთვალათ და გაეთავისუფლებინათ. ასე გამოდის, რომ თუ რუსს მოკლავ ან გალახავ - გმირი ხარ, თუ სხვა რომელიმე ეროვნებისას - მაშინ ციხეში უნდა იჯდე. მას რომ შეეწყალებინა ქალბატონი თეა და პარალელურად სავჩენკოს განთავისუფლებაზეც ეზრუნა, ჩავთვლიდი, რომ ის მართლა ჰუმანური ადამიანია... კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს და შეიწყალოს. ”
2. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში. კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს ძალისხმევას, გაიზარდოს ქალთა რაოდენობა პოლიტიკაში", გამოკითხულთა 68% დადებითად პასუხობს, 19% - უარყოფითად, ხოლო 13%-ს პასუხი არ აქვს.
3. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანამახმად NATO-ში გაწევრიანებას 79 % ემხრობა, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 85 % უჭერს მხარს.
4.საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვინ მოაგვარებს ყველაზე კარგად თქვენს პრობლემებს რესპონდენტთა ყველაზე დიდი, 15% პასუხობს რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მას მოსდევს ქართული ოცნება - 13% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად მათ პრობლემებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოაგვარებენ, 5%-ს კი მიაჩნია რომ ამას თავისუფალი დემოკრატები შეძლებენ.
5.საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი, ჯერ ოფიციალურად არგამოქვეყნებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 56 % 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
IRI-ის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge