თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი (1815-1898), გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანიელი იუნკერი.
თუ გიყვართ კანონები ან სოსისები, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.
არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებზე და ნადირობის შემდეგ.
არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას ის წარმოუდგენელი სიბრიყვით უპასუხებს.
იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები.
გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ.
სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე.
კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის.
ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი.