საიდან მოდიან მოძალადეები?

საიდან მოდიან მოძალადეები?

14.07.2016

ვასილ  გულეური  -  ქართველი საბავშვო მწერალი, მთარგმნელი

საიდან მოდიან მკვლელები? საიდან მოდიან მოძალადე ქმრები, ცოლები? და საერთოდ, რა ასაზრდოებს იმ სიძულვილს, რითაც ასე გაჟღენთილია დღეს ერი და ბერი? ბავშვობიდან, ბავშვობიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი. როცა ბავშვი სიყვარულის გარეშე იზრდება, როცა ბავშვს აკლია სითბოც, ყურადღება, როცა ბავშვს არ აღიქვამენ პიროვნებად და უყურებენ, როგორც საკუთრებას - ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას ვუზამ! როცა ბავშვს რაიმე შეცდომის გამო სჯიან, როცა ბავშვი უყურებს და უსმენს, როგორ აგინებს მამა დედას, როგორ წყევლის დედა მამას, როგორ ემუქრებიან თავად მას და სასჯელის შიშით აბუზული, მომუშტული ხელებით თავის თავში თანდათანობით აღვივებს სიძულვილს იმათ მიმართ, ვინც სიყვარულის ნაცვლად დაშინებით კვებავს მის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელ სამყაროს. და მერე, როცა ბავშვები იზრდებიან, ბევრი მათგანი სწორედ ამ ბავშვობის ნაიარევების გამო თანდათანობით თავად ყალიბდება მსხვერპლიდან - მოძალადედ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge