მესის და მამამისს სავარაუდოდ, პირობით სასჯელს მიუსჯიან

მესის და მამამისს სავარაუდოდ, პირობით სასჯელს მიუსჯიან

14.07.2016

BBC-ს ცნობით, ბარსელონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლეო მესის 21 თვით პატიმრობა მიესაჯა. მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდნენ. 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ფეხბურთელის მამასაც.

ესპანური მედიის ცნობით, მესიმ ესპანეთის მთავრობას 2007-09 წლებში 4.1 მილიონი ევრო დაუმალა. ამას გარდა, მათ მილიონობით ევრო ჯარიმის სახითაც დაეკისრებათ ბელიზსა და ურუგვაიში შემოსავლების დამალვის გამო ოფშორული კომპანიების ქსელის შექმნის გამო.

მიუხედავად ამისა, მესისაც და მის მამასაც, სავარაუდოდ, ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევთ, რადგან ესპანეთში არსებული კანონმდებლობით, იმ ადამიანებს, ვისაც 2 წელზე ნაკლებს უსჯიან და არც კრიმინალური წარსული გააჩნიათ, სასჯელის მოხდა ციხის გარეთ, პირობითი სასჯელით შეუძლიათ. ამას გარდა, მესის სასამართლო ჯარიმის სახით 2 მილიონ ევროს, ხოლო მის მამას 1.5 მილიონ ევროს დააკისრებს.

მესის თქმით, მან საკუთარი ფინანსური ურთიერთობების მართვის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ფეხბურთის თამაშით იყო დაკავებული.

http://www.tabula.ge/ge/story/109502-lionel-mesis-da-mis-mamas-21-tvit-patimroba-miusajes



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge