ნორვეგიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ფინეთისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, მოსაზღვრე მთის ჩუქების საკითხს განიხილავს.
"დარჩენილია რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტა, მალე საბოლოოდ შევთანხმდებით. მე ჯერ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ერნა სოლბერგმა.
საუბარია ჰალტის მთების ერთ-ერთ მთა ჰალდიტსოჰკკაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1324 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ფინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია [ჰალტის მთები ფინეთისა და ნორვეგიის საზღვარზე მდებარეობს].
ტელეკომპანია NRK-ს განმარტებით კი, მთის ჩუქება, უბრალოდ, ფორმალობაა, რადგან თუ საკითხს გეოფიზიკურად განვიხილავთ, ჰალტის მთებს ორი მწვერვალი აქვს, საიდანაც ერთი ნორვეგიულია, მეორე კი ფინური. ნორვეგია კი ფინეთს სწორედ იმ მწვერვალს ჩუქნის, რომელიც ფინეთისაა, თუმცა, ამჟამად ნორვეგიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
http://www.tabula.ge/ge/story/110321-shesadzloa-norvegiam-finets-mta-achuqos