გუშინ, მოედანზე სავარჯიშოდ გასულ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ულამაზესი მინდორი დახვდათ. იქაურობა სავსე იყო ფერადი ბამპერბოლებით. კატალონიელებმა უყოყმანოდ მოირგეს ახალი „სამოსი“ და უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზეს, ანუ მათ გამართეს ფეხბურთის ბამპერბოლამატჩი.
აშკარაა, რომ გართობის ეს სახეობა ძალიან მოეწონათ ფეხბურთელებს. ზოგიერთ მათგანს საერთოდ გადაავიწყდა ბურთი და მხოლოდ ბამპერბოლით იყო გატაცებული. პატარებივით ეჯახებოდნენ ერთმანეთს და მხიარულობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ზედმეტი სიხარულისგან ამოვარდა კიდეც ბამპერბოლიდან. აი, ასე ემზადება "ბარსელონა" ახალი სეზონისთვის.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი