დაქირავებული შანტაჟისტები თუ ძალადობის მსხვერპლნი?!

დაქირავებული შანტაჟისტები თუ ძალადობის მსხვერპლნი?!

08.08.2016

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ სოფელში ბრაზილიის პოლიციამ მაროკოელი მოკრივე ჰასან საადი 15 დღით დააკავა. მოკრივე 22 წლისაა და მას ორთაბრძოლა 6 აგვისტოს უნდა ჰქონოდა. დაკავება მოხდა ორი დამლაგებელი ქალის განცხადების საფუძველზე. ისინი ჰასანს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ბრაზილიელი ქალები ამბობენ, რომ საადმა მათზე 3 აგვისტოს იძალადა. თუ ეს დამტკიცდა, სპორტსმენს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
ჰასან საადი 81კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საკმაოდ ძლიერი მეტოქე იყო და არ არის გამორიცხული, რომ,  ეს ქალები, კონკურენტების მიერ დაქირავებული შანტაჟისტები იყვნენ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge