რიოს ოლიმპიადაზე ჩინელმა მოცურავე ფუ იანჰუეიმ ზურგზე ცურვის ნახევარფინალში ასი მეტრის მანძილი ნაცვლად 59 წამისა 58,95 წამში გადაცურა. ეს ამბავი მან ჟურნალისტისგან შეიტყო და გასაოცარი ემოციები ჰქონდა. გოგონამ ფინალში უფრო იყოჩაღა და ნახევარფინალის შედეგი გააუმჯობესა. მან 100 მეტრი 58,76 წამში გადაცურა, შედეგად კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
XXXI საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გამართვაზე განაცხადი ბაქომ (აზერბაიჯანი), დოჰამ (ყატარი), მადრიდმა (ესპანეთი), პრაღამ (ჩეხეთი), რიო-დე-ჟანეირომ (ბრაზილია), ტოკიომ (იაპონია), ჩიკაგომ (აშშ) და სანკტ-პეტერბურგმა (რუსეთი) შეიტანა. პრეტენდენტ-ქალაქების შორტ-ლისტშიკი რიო, მადრიდი, ტოკიო და ჩიკაგო მოხვდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემის სამივე ტურის გამოყენება გახდა აუცილებელი. დასკვნით ტურზე რიო-დე-ჟანეირომ მადრიდს ანგარიშით 66:32 მოუგო. 5 აგვისტოს რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართა.რიოს თამაშების სიმბოლოები — ტომი (ყვითელი ფერის კატისმაგვარი ცხოველი) და ვინისიუსი (მწვანე და ცისფერი ფერის მცენარე) გახდნენ, რომელიც ბრაზილიის ფლორასა და ფაუნას გამოხატავენ.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი