ისტორიული შეხვედრა თეთრ სახლში

ისტორიული შეხვედრა თეთრ სახლში

11.11.2016

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 ნოემბერს იგეგმება.

10 ნოემბერს კი თეთრ სახლში აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საათნახევრიანი შეხვედრა შედგა.

 "ვაპირებთ, დაგეხმაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გახდეთ წარმატებული პრეზიდენტი, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება", - უთხრა ობამამ ტრამპს.

"ეს ძალიან დიდი პატივი იყო. შეხვედრა თითქმის საათნახევარი გაგრძელდა, თუმცა შეიძლება უფრო დიდ ხანსაც გაგრძელებულიყო. ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ - ზოგ შესანიშნავ მომენტსა და ზოგ სირთულეზე", - თქვა შეხვედრის  შემდეგ დონალდ ტრამპმა. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge