რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას ამერიკის 3 შტატში მისცეს ხმა

რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას ამერიკის 3 შტატში მისცეს ხმა

11.11.2016

დღემდე, აშშ-ში მარიხუანა მხოლოდ ალასკაში, ორეგონში, ვაშინგტონში, კოლორადოსა და კოლუმბიის ოლქში იყო ლეგალიზებული.

2016 წლის 8 ნოემბერს კი მარიხუანის ლეგალიზაციას  ამერიკის კიდევ 3 შტატში ( მასაჩუსეტსი, კალიფორნია, ნევადა) მისცეს ხმა. ლეგალიზაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოქალაქეს 28-დან (მასაჩუსეტსი, კალიფორნია, ნევადა) 70 გრამამდე (მეინი)   მარიხუანის ფლობის და სახლში 6 ძირის მოყვანის უფლება ეძლევა. ამ ქვეყნის ოთხმა შტატმა (მონტანა, ფლორიდა, არკანზასი და ჩრდილოეთ დაკოტა)  მარიხუანის მოხმარებას არა, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი მაინც დაუჭირა. აღნიშნულ შტატებში წლის ბოლომდე მარიხუანის წარმოებისა და რეალიზაციისთვის ლიცენზიების გაცემაც დაიწყება.

 P.S. აშშ-ში  ისევე როგორც ალკოჰოლი, რეკრეაციული მარიხუანის მოხმარება და მიყიდვა 21 წლამდე ასაკის პირთათვის აკრძალულია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge