პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Demna Gvasalia პირველადი განათლებით იურისტია. ამჟამად პარიზში Balenciaga-ს მოდის სახლის ხელმძღვანელია. მუშაობდა Louis Vuitton და Marc Jacobs-ის კომპანიებში. მასზე ამბობენ რომ ის გახდა პარიზული მოდის ახალი მიმართულების დამფუძნებელი. მის ტალანტს აფასებენ და მოსწონთ ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც არიან: ჯარედ ლეტო, რიანა და კანიე ვესტი. გვასალია 34 წლისაა და ფიქრობს, რომ პარიზული მოდა ცოტათი დაბერდა. ამიტომ ცდილობს, რაღაც ახალი შეიტანოს მასში და არატრივიალური გახადოს. ბოლო 4 სეზონია რაც ქართველი დიზაინერის შემოქმედებას სახელწოდებით Vetements სიხარული და ენერგია შეაქვს პარიზული მოდის სამყაროში.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი