ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ფიდეს პრეზიდენტმა კალმიკიელმა (რუსეთი) კირსან ილუმჟინოვმა ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 11 ნოემბერს ნიუ იორკში ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე მიიწვია და პირველი სვლის გაკეთება შესთავაზა. მიუხედავად ამ ჟესტისა ილუმჟინოვი შესაძლოა მატჩს ვერ დაესწროს და აშშ-ის ვიზის არქონის გამო სკაიპით მოუხდეს ბატონი ტრამპისთვის სალმის თქმა... ასევე მატჩისთვის თვალ-ყურის დევნება. ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 11-დან 30 ნოემბრამდე ნიუ იორკში ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და რუსი სერგეი კარიაკინი იბრძოლებენ.