კვირის ამბები - ნოემბერი 2016

კვირის ამბები - ნოემბერი 2016

20.11.2016

ნოემბრის კვირის ამბები

მოამზადა ნანა ჯანაშიამ

ამბავი 1

პატრიარქი კირილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვს სტუმრობს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. მოსკოვის პატრიარქმა ილია მეორეს შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: „ თუ დიპლომატები და პოლიტიკოსები მუშაობენ ცნობიერების დონეზე, ბიზნესმენები ჯიბისა და მუცლის, ეკლესიები მუშაობენ - ადამიანთა გულების დონეზე. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს კეთილი კავშირები ქვეყნებსა და ხალხებს შორის - ამიტომ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას თქვენს ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნების საქმეში.“

 ამბავი 2

 BBC-ის ცნობით ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ  96  ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.  სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა  უტარ-პრადეშიც შტატში, ქალაქ კანპურის მახლობლად გამთენიისას მოხდა.

ამბავი 3

19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხა.

ამბავი 4

რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის კანონპროექტი, რომელიც თურქეთის პარლამენტმა 17 ნოემბერს მიიღო და საბოლოო კენჭისყრა 22 ნოემბერს მოხდება, მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცებს, არასრულწლოვანი გოგონების ძალის გამოყენებისა და მუქარის გარეშე გაუპატიურების შემთხვევაში - პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს, თუ ისინი მსხვერპლზე იქორწინებენ! საზოგადოება შეშფოთებულია და შიშით მოელის 22 ნოემბრის კენჭისყრის შედეგებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ კანონპროექტის დაკანონება გაუპატიურებულთა რიცხვს გაზრდის და ბევრ არასრულწლოვან გოგონას არასასურველი ქორწინების უღელში შეაბამს.  

ამბავი 5

 2017 წელს საქართველოში  H&M შემოვა თავისი მაღაზიებით.  

ამბავი 6

 Ripley's Believe It or Not-ის მუზეუმების ქსელმა 4.8 მილიონ დოლარად  შეიძინა მერლის მონროს ის საბედისწერო კაბა, რომელიც მას ჯონ კენედის 45-ე დაბადების დღეზე ეცვა.  ეს იყო 1962 წელი. მონრომ კენედის Happy Birthday Mr President უმღერა.  3 თვეში მერილინ მონრო დაღუპული იპოვეს, 1 წელიწადში კი კენედი მოკლეს.

ამბავი 7

თურქეთის 19 პროვინციაში ( ამასია, ანტალია, ბართინი, ბურდური, ჩორუმი, იზმირი, ქარაბიუქი, ქასთამონუ, ქაიზერი, ქუთაჰია, მალათია, ორდუ, რიზე, სამსუნი, სინოფი, თოქათი, უშაქი, იოზგათი და ზონგულდაქი)  კანაფის წარმოება სამედიცინო და მეცნიერული მიზნებისთვის ლეგალიზებულია. ხელისუფლებისგან მოქალაქემ ნებართვა რომ მიიღოს უნდა დაამტკიცოს, რომ უკანონო საქმიანობაში არასდროს ჩაბმულა.

ამბავი 8

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 44 წლის გერმანულ-ბერძნული წარმომავლობის რეინს პრიბუსი დანიშნა. ის მართლმადიდებელი ქრისტიანია და ვაშინგტონის წმინდა სოფიას ტაძრის აქტიურ მრევლად მოიაზრება.  2016 წლის არჩევნებამდე ის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge