დღის ამბები

დღის ამბები

22.11.2016

ამბავი 1

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბუნებამ  ეს არ აკმარა იაპონელ ხალხს და ახლა მაღალ სართულებს შეფარებულები ცუნამის მოლოდინში არიან. ვარაუდობენ  რომ ცუნამის სიმაღლე 3 მეტრი იქნება.

Japan today-ს ფოტო

ამბავი 2

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები ევროპის ქვეყნებში შობისა და ახალი წლის პერიოდში ტერაქტებს გეგმავენ და რომ ტერაქტების მხრივ ყველაზე საშიში საფრანგეთი, ბელგია და თურქეთი იქნება.

ამბავი 3

 BBC-ის ცნობით 20 ნოემბერს ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ  96  ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.  სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა  უტარ-პრადეშიც შტატში, ქალაქ კანპურის მახლობლად გამთენიისას მოხდა. დღევანდელი 22 ნოემბრის ცნობით კი  დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. საერთოდ კი, ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფების გამო ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. მიზეზი ერთია - Indian Railways-ი არის  სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მოძველებული ინფრასტრუქტურის მქონე მონოპოლია! 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge