დღის ამბები

დღის ამბები

24.11.2016

ჩინეთი

BBC-ის ბოლო ინფორმაციით დღეს, ჩინეთში, მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევას 40 ადამიანი  ემსხვერპლა. მიზეზად, უსაფრთხოების პირობების დაუცველობა სახელდება.

აშშ

რესპუბლიკური პარტიის ამომავალი ვარსკვლავი, ინდოელი ემიგრანტების შვილი, სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი 44 წლის ქალბატონი ნიკი ჰეილი (Nikki Haley), რომელიც ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს მწვავედ აკრიტიკებდა - დღეს, დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

საქართველო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია: „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი"

უკრაინა

მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავზე: „ვარდების რევოლუცია იყო ჩვენი ქვეყნის მრავალსაკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, მოსპოს ამ რევოლუციის მონაპოვრები, მიწასთან გაასწოროს ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები...“ 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge