Black Friday

Black Friday

25.11.2016

ნანა ჯანაშია

By: Nana Janashia

შავი პარასკევი — ანუ აშშ-ში და კანადაში საშობაო გაყიდვების სეზონის დასაწყისი, მადლიერების დღის მეორე დღე. მაღაზიათა უმეტესობა ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს. იმდენი ხალხი შედის მაღაზიებში, რომ ძალიან ხშირად, ტრავმირებულები ბრუნდებიან სახლებში. ფასდაკლებების მოწყობის ეს ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს. თუმცა, ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ამ ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და ის პირველად ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა გამოიყენა, რათა აღეწერა მადლიერების მეორე დღეს ქალაქში თავმოყრილი ხახლით და მანქანებით გამოწვეული დიდი საცობები და არეულობები. სხვა ვერსიით, ძველად, ამერიკაში მაღაზიის მეპატრონეები ბუღალტერიის წარმოებისას წითელი და შავი ფერის კალმებს იყენებდნენ. წითლით აღინიშნავდნენ წაგებას, შავით–მოგებას. ნოემბრის ბოლო პარასკევი კი ყოველთვის მომგებიანი იყო და იწერებოდა შავი კალმით.

 ეკონომისტების აზრით თბილისში ე. წ. “შავი პარასკევი” მოსალოდნელი არ არის. არადა, კარგი იქნებოდა, გავხალისდებოდით... :) 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge